Thursday, February 7, 2013

ყვირილა

რიონის მარცხენა შენაკადია წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე,წყალს იყენებენ სარწყავად,წისქვილებისათვის მარგანეცის მადნის ტექნოლოგიური პროტესტისათვის,ამიტომ მდინარეებში ჩაშვებული წყალი სოფ.დარაკვეთის ქვემოთ შავია, მის ზემოთ კი სუფთა. სოფელ დარაკვეთის მანგანუმის მაღაროები მოპოვებული მადანი პირველად გადამუშავებას მდნარე ჭრუჭულაზე არსებულ ქარხანაში გადის.მანგანიუმი მოძველებულ ტექნოლოგიებით,მექანიკუად გადამუშავდება (ირეცხება),რის გამოც მდინარის გამჭირვალე წყალი შავ ფერს იღებს. 
  მდინარე ყვირილას დაბინძურება ხდება საწარმო გაერთიანება "ჭიათურმანგანუმისა" და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნარჩენების და ჩამდინარე წყლებით.საწარმო გაერთიანება "ჭიათურმანგანუმმა" 2005 წელს მდინარე ყვირილაში ჩაუშვა 13.5მდნ.კუბ.მ წყალი,მასთან ერთად ორგანული ნივთიერებები 2ტონა,შეწონილი ნაწილაკები 1449ტ ნავთოპროდუქტები 3.5ტონა; მანგანუმი 37.2ტონა.
  ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა: წყალთჩაშვება მ.დ ყვირილაში 3.8მ.დ.ნ კუბ.მ ამასთან ერთად ორგანული ნივთიერებები 14ტონა: შეწონილი ნაწილაკები 188.5ტ. ნავთოპროდუქტები 2.5ტ. ფენოლი 1.8ტ,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მდინარეში ჩაშვებული წყლით მოსახლეობა რწყავს სახნავსათესებს და იყენებენ წისქვილებისათვის მიუხედავად ბოლო წყლებში წარმოების მოცულობის შემცირება აღნიშნულ საწარმოების მავნე ზემოქმედების ინტესიობა მაღალია,რაც ძირითადად დაკავშირებულია ტექნოლოგიური რეჯიმის არასრულყოფილებასთან და არსებული ნაგებობების ექსპლუატაციის,სულ უფრო მაყარისებულ პირობებთან. 
  მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს მოძველებული მუნიციპალური ინფასტრუქტურა დაბინძურებული წყლის გამწმენდი სიმძლ;ავრეების უკმარისობა და ხშირად უქონლობა,აგრეთვე ნარჩენების მართვის არაადვეკატური პრაქტიკა წყალი ბინძურდება მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე წყლებით.  
  ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა,რომ წყლის ყველა ობიექტში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო. 
  ქარხნიდან 300 მეტრში მდინარე ჭრუჭულა ყვირილას უერთდება.ზედ შესართავად მდინარე ჭრუჭულას ე.წ სილიკატების ქარხანაც აბინძურებს და თეთრ ფერს აძლევს. ასე,რომ სოფელ დარაკვეთში შავი და თეთრი მდინარეები ერთდება და აქედან,მდინარე ყვირილა შავ ფერს იღებს,დარკვეთის გარდა,ზესტაფონის ფეროს კიდევ 7 მაღარო ემსახურება,სადაც მადნის პირველადი დამუშავება ასევე მო
ძველებული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით მიმდინარეობს. დამუშავების პროცესში ქიმიური საშვალებები არ გამოიყენება,რის გამოც თევზს დაბინძურებულ მდინარეშიც იჭერენ.თუმცა დასადგენია,რამდენად უსაფრთხოა ყვირილაში გაგრილება,რაზეც ბავშვები უარს ვერ ამბობენ და შავ წყალში ბანაობენ.მაღაროს ხელმძღვანელობის განცხადებით "ჯორჯიან მარგანეზში" სპეციალური ეკოლოგიური სამსახური ფუნქციონირებს, თუმცა გარემოზე მავნე ზემოქმედების შესარბილებლად წარმოებას საკმარისი თანხები არ გააჩნია.პრობლემის მიზეზი არის ის რომ,ქარხნებს არა აქვთ ძალზედ მოძველებული დანადგარები. 
  ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა რომ წყლის ყველა ობიექტში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო,გამონაკლისს წარმოადგენდა მდ.ყვირილა სადაც ივნისში ქ.ზესტაფონის ზემოთ და ზესტაფონის ქვემოთ განლაგებულ კვეთებში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა დაეცა 4.53 მგ/ლ და 3.5 მგ/ლ შესაბამისად ამონიუმის აზოტს საშუალო კონცეტრაცია მერყეობდა 2-10 ზდკ-ს ფარგლებში. 
  საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზია ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აგრეთვე საწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა ან არაეფექტური მუშაობა,რაც პირველ რიგში გამოწვეული,შესაბამისი დაფინანსების უქონლობით,ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმის არარსებობით და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სუსტი კონტროლით.სანიტარული წესებისა და ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელობა ეკისრებათ ადგილობრივი თვითმართველობის ორგნოებს,კოლექტიურ ან ინდივიდუალურ მფლობელებს,რომელთა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს არაცენტრალიზებული წყალმომარაგების წყაროების,წყლის თვისებებისა და ხარისხის თვისებები. 

No comments:

Post a Comment